ხარისხის კონტროლისა და პაციენტების უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებსვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და პაციენტების უსაფრთხოების  სამსახურის სპეციალისტის  პოზიციაზე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში


‘’სს ევექსის ჰოსპიტლები“  
ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოსადგილმდებარეობა: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N-105ა

 

სამუშაო გრაფიკი: ყოველიური 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი (შაბათი-კვირა დასვენება);

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
  • სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზის და განხორციელებული ჩარევებისკონტროლი;
  • სამედიცინო შემთხვევის მართვა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების ელექტრონული აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება;
  • სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
  • ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება; 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სასწავლების მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ეფექტურიკომუნიკაციისუნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკულიაზროვნება;
  • დეტალებზეორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  14 ოქტომბერი 2020 წელი

 

 ‘’სს ევექსი ჰოსპიტლები’’  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line