უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს  უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში (პროექტის ფარგლებში)

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი:  მოქნილი გრაფიკი - 4-5 სთ დღეში

პროექტის ხანგრძლივობა: 3-4 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგის განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილი აქციების მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან აქტიური კომუნიკაცია (სარეკლამო მასალის დაკვეთა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და ა.შ.);
  • ბეჭდვითი და ელექტრონული მასალის (ფლაერები, პოსტერები, ბანერები და სხვა) დიზაინის შემუშავება მარკეტინგული მიზნებისა და კომპანიის ბრენდ ბუქით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად;
  • შემუშავებული დიზაინის მასალების საბეჭდ ფაილებად მომზადება და არქივის წარმოება;
  • მარკეტინგული მასალების შინაარსის შემუშავება;
  • სარეკლამო მასალების განთავსება საკომუნიკაციო არხებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება მარკეტინგის მიმართულებით);
  • სასურველია სასერთიფიკატო განათლება გრაფიკული დიზაინის კუთხით;
  • სასურველია Photoshop, Illustrator, InDesign, Corel Draw პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის   უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  16 მარტი,2020

 

„ევექსის ჰოსპიტლები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line