სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  ვაკანსიას სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე  თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და

დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სტაჟირების ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

შენიშვნა: საჭირო იქნება ხშირი მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში

სტაჟირების გრაფიკი:  სრული, დღის განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელში არსებული მოქმედი პროცედურებისა და წესების გაცნობა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით;
  •  ქსელში არსებული სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლა;
  •  აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
  •  აპარატურის შეკეთებისა და მოვლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  •  აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით ჰოსპიტალებში;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია შემდეგი სპეციალობების კურსდამთავრებული ან სტუდენტი: ბიო-სამედიცინო ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  •  პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  16 ოქტომბერი, 2018

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 
Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line