საოპერაციო და ფინანსური რისკების ანალიტიკოსი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს  საოპერაციო და ფინანსური რისკების  ანალიტიკოსის  ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

 

      ძირითადი მოვალეობები:

  • საოპერაციო/ფინანსური რისკების იდენტიფიცირების/შეფასების მიზნით ინფორმაციის შეგროვების წყაროების იდენტიფიცირება და შეგროვების პროცესის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გაერთიანება, დამუშავება და რეპორტის ფორმაში გადატანა;
  • საოპერაციო/ფინანსური რისკების რეგულარული რეპორტების ტექნიკური დამუშავება;
  • საოპერაციო/ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და მათზე დაყრდნობით რისკების იდენტიფიცირება;
  • იდენტიფიცირებულ რისკებთან დაკავშრებით რეკომენდაციების შემუშავებაში უშუალო უფროსის მხარდაჭერა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( სავალდებულოა ფინანსების, აუდიტის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სასურველია დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

         დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური უნარები;
  • მოტივირებულობა;
  • გამართული კომუნიკაციური უნარები;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  17 ივნისი, 2019

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line