სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ოპერატორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ოპერატორის  ვაკანსიას  თბილისში


„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და

დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს, საღამო 18:00 საათიდან შემდეგი დილის 10:00 საათამდე.

 ძირითადი მოვალეობები:

  1. ყოველდღიურად, წინასწარ განსაზღვრული კლინიკების სამედიცინო პერსონალის მეშვეობით ინფორმაციის მიღება სატელეფონო კომუნიკაციით, კლინიკაში შემოსული პაციენტის შესახებ:
  2. კლინიკებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსული პაციენტების შესახებ რეესტრის გაკეთება კლინიკების ჭრილში;
  3. უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.
  4. დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
  5. კომპანიის შინაგანაწესის: კორპორატიული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების – მოთხოვნათა შესრულება.
  6. სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერის  დავალების შესაბამისად.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • პრიორიტეტულია ჯანდაცვის მართვის, ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  1 ოქტომბერი,  2018

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line