პროცესების ანალიტიკოსი

ევექსის კლინიკები აცხადებს  შერჩევას პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესების გაანალიზება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
  • ბიზნეს პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა გზით (ინტერვიუების ჩატარება, მონაცემთა ბაზების ანალიზი, პროცესზე დაკვირვება, ე.წ. საუკეთესო პრაქტიკების მოძიება (Best Practices) და გათვალისწინება/გამოყენება ბიზნეს პროცესების შესწავლისა და ანალიზის დროს, ოპტიმიზაციის სქემებში გამოყენების მიზნით);
  • რეკომენდაციის შემუშავება პროცესის შექმნის/ოპტიმიზაციის/შეცვლის აუცილებლობის შესახებ, შესაბამისი არგუმენტების მომზადება;
  • ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან;
  • ბიზნეს პროცესების აღწერილობის მომზადება;
  • შემუშავებული რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა, ცვლილებების დანერგვა/განხორციელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართლებით
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ან აუდიტის, რისკების მიმართლებთ
  • პრიორიტეტულია ბიზნეს პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
  • პრიორიტეტულია პროცედურების, ინსტრუქციებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადების გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
  • სასურველია MS Visio da MS Project
  • სასურველია ლაინ მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა და გამოცილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

  

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელურობა: მოსაუბრის აქტიური მოსმენა, შინაარსის სწორად აღქმა, კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15ოქტომბერი 2019

 

 “ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line