პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს  პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;

 

 

      ძირითადი მოვალეობები:

  • შრომითი და მომსახურებისხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება,და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
  • თანამშრომლებთან/მომსახურების გამწევ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება პროცედურის დაცვით;
  • თანამშრომელთა პირადი საქმისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, სახელმწიფო სერთიფიკატი და სხვა) შეგროვება და დადგენილი წესით შენახვა და პერიოდული არქივაცია;
  • ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი - გადახარჯვის რისკის დროულად იდენტიფიცირება და ზემდგომი მენეჯერების ინფორმირება;
  • თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
  • თვის მანძილზე განხორციელებული ყველა ცვლილების საშტატო ბაზაში და პროგრამაში ასახვა ვადების დაცვით;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
  • კლინიკის დირექტორებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კლინიკის პერსონალის ადმინისტრიების სპეციალისტებთან/ადმინისტრაციულ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
  • თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერის  დავალების შესაბამისად;

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების, ან კლინიკური მიმართულებით);
  • სასურველია სასერთიფიკატო საბაზისო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
  • აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ჯანდაცვის სექტორში);
  •   აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  •   სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
  •   რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  •   აუცილებელია ლიტერალურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
  •   სასურველია სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა.

 

       პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • თანამშრომელზე / მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურება, მხარდაჭერა;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

 

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  23 ნოემბერი, 2018

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line