ოფის მენეჯერი

ევექსის კლინიკები  აცხადებს   ოფის მენეჯერის  ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი, ა.ბელიაშვილის 142

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი5 სამუშაო დღე

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, დახარისხება  და ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესით
  • შემოსული და გამავალი წერილების ელექტრონულ არქივში შენახვა
  • გასაგზავნი ამანათების მომზადება და საკურიერო სერვისით დროულად გაგზავნა
  • თანამშრომლების სახელზე შემოსული ამანათების ადრესატამდე დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
  • თანამშრომელთა კორპორატიული მანქანით (თბილისის მასშტაბით) სარგებლობის რიგითობის მართვა
  • სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება
  • ბრძანებების, მინდობილობები მომზადება,ხელშეკრულებების გადახედვა/შემოწმება
  • სხვადასხვა ტიპის გადარიცხვების მომზადება, სიის გაკეთება და პროგრამული ავტორიზაცია
  • მივლინებების ბრძანებების მომზადება და ჯავშნების უზრუნველყოფა
  • დაზღვევის პოლისების მართვა
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება,სასურველია ჰუმანიტარული მიმართულებით
  • სასურველია სასერთიფიკატო განათლება ოფისის და ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • კომპანიის კორპორაციული სახელმძღვანელოს ცოდნა

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2აგვისტო, 2019

 

„ევექსის კლინიკები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line