HR სტაჟიორი ქუთაისში

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს  სტაჟირების პროგრამას ქუთაისში, მათთვის, ვისაც HR-ში დასაქმება სურს.

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქუთაისი

ევექსის ჰოსპიტლები „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წევრი კომპანიაა, რომლის აქციები 2015 წლის ნოემბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისთინგშია და წარმატებით ივაჭრება.

რატომ ევექსის ჰოსპიტლებში HR სტაჟრება?

იმიტომ, რომ ევექსის ჰოსპიტლები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა

იმიტომ, რომ კურსს უძღვება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი HR გუნდი

იმიტომ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდეს HR გუნდის წევრი.

ვიწვევთ დამწყებ HR-ებს და HR-ით დაინტერესებულებს  ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა, პოზიტივი და შემოქმედებითობა!

კურსის ხანგრძლივობა 3 (სამი) თვე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 10:00-18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში მოქნილი გრაფიკი);

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  02 იანვარი,  2020 წელი

 

“ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„ევექსის ჰოსპიტლებში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ევექსის ჰოსპიტლების“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line