დირექტორი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს  დირექტორის ვაკანსიას ახალციხეში.

„ევექსის ჰოსპიტლები” ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ახალციხე,  რუსთაველის ქ. №105 ა

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური/დამხმარე/საორგანიზაციო პროცესების მონიტორინგი, ჩართულობა, ინფორმირებულობა ; 
  • სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • ჰოსპიტლის ფარგლებში შიდა ინსტრუქციების, ადმინსიტრაციული ბრძანებებისა და პროცედურების შექმნა, შესრულების კონტროლი ; 
  • ჰოსპიტალში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ჰოსპიტლის თანამშრომლების დროული და სწორი იფნორმირება; 
  • კლინიკაში ყოველკვირეული შემოვლა, თანამშრომლის ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვება და არსებული მდგომარეობის ანალიზი ; 
  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და კერძო პროგრამებით გათვალისწინეუბლი მოთხოვნების შესრულება ; 
  • სახელფასე სქემის ცვლილების ინიცირება და დამტკიცება პარალელურ რგოლებთან შეთანხმებით და დასტურით(პარალელური სტრუქტურა კორპორაციიდან, პესონალის მართვის, ფინანსების მიმართულებებით)
  • პაციენტის კმაყოფილების ინდექსის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ; 
  • პაციენტის რეფერირების პროცესის დროული კოორდინირება (გადაყვანა და მიღება)
  • ჰოსპიტლების სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფა და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • ჰოსპიტლის ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა; 
  • კლინიკის შეკვეთის (მედიკამენტები და სახარჯი მასალები, საოფისე სახარჯი მასალა, აპარატურა და სხვა), სერვისის შეკვეთის (მაგ. რემონტი) დროულად, წინასწარ დადგენილ ვადებში დადასტურება და მიწოდება სათავო ოფისის შესაბამის სტრუქტურაში;
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა და კონტროლი ;
  • პროექტის შესრულების კონტროლი და შედეგების შესახებ ანგარიშგება; 
  • წლიური (კვარტალური, ან სხვა დადგენილი პერიოდულობით) შეფასების სისტემის განხორციელება შესაბამისი პროცედურით დადგენილი წესით და დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და პარალელური რგოლების შეფასების განხორციელება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ;
  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე ;
  • ჰოსპიტალ-მენჯმენტის ზოგადი პრინციპები;
  • საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის რეგულაციების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საფუძვლების ცოდნა;
  • პროექტის მართვა;
  • პროფესიული მოდულების ბაზისური ცოდნა ;
  • გამართული ქართულით მეტყველება;
  • MS Office - ის პროგრამების კარგად ცოდნა (Word; Excel);


იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მოქნილობა;
  • კონფლიქტების მოგვარება;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • მიზანმიმართულობა;

  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 06 სექტემბერი, 2022 



„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
  

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
 
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
 
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
 
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
 
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
 
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line