ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და

დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

   ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა ტიპის საოპერაციო გატარებების დამუშავება, შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებით, სააღრიცხვო პროგრამაში „Exact”;
  • Rs.ge-ზე შესაბამისი პროცედურების შესრულება;
  • აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პროცედურის შესრულება მოცემული ვადების გათვალისწინებით;

   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით);
  • სავალდებულოა Excel-ის კარგად ცოდნა;
  • სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის ბაზისურ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერთიფიცირებული კურსი;
  • სასურველია ნებისმიერ ბუღალტრულ ან საოპერაციო აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2სექტემბერი, 2018

 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line