პერსონალის შერჩევის უფროსი სპეციალისტი

ევექსის კლინიკები აცხადებს  პერსონალის შერჩევის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრულიგანაკვეთი

 

 

     ძირითადი მოვალეობები:

  1. პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
  2. ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება და შერჩევის პროცესზე უკუკავშირის მიღებაზე ზრუნვა;
  3. ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
  4. მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  5. სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების წარმოება;
  6. დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

 

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  HR-ის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში
  • სავალდებულოა პერსონალის შერჩევის მიმართულებით სამუშო გამოცდილება  (მათ შორის მენეჯერულ ვაკანსიებზე) არანაკლებ 3-4 წლისა;
  • პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის,  პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია დინამიური ტემპის მქონე ბიზნესთან ეფექტურად პარტნიორობის გამოცდილება და უნარი;
  • პრიორიტეტულია დამკვეთ მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების გამოცდილება და უნარი;
  • პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი);
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
  • სასურველია რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური  და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ისნტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  10 ივნისი, 2019    

 

ევექსის კლინიკები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line