კრიტიკული მედიცინა

კრიტიკული მედიცინა ეს არის მულტიდისციპლინური სპეციალობა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სირთულის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული ჩივილების მქონე პაციენტების მართვას, დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებას, ჩივილების მოხსნა/დასტაბილებას, პაციენტის დისპოზიციაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას. გადაუდებელი მედიცინის ექიმის სამუშაო არეალია გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (განყოფილება)/სამსახური და პრეჰოსპიტალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები. აღნიშნულ დეპარტამენტში (განყოფილებაში)/სამსახურში პაციენტების მართვა ხდება მაქსიმუმ 24 საათის განმავალობაში.

ევექსის ქსელის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება,ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია და წარმოდგენილია 25 საწოლით. დაყოფილია რამდენიმე ქვესტრუქტურად:

  1. შოკის დარბაზი:გაშლილია 6 საწოლზე, განკუთვნილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი აციენტებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; რესპირატორებით, ბიფაზური დეფიბრილატორით, დროებითი როგორც გარეგანი, ასევე ინტრავენური რიტმის წამყვანით.
  2. ობსერვაციის დარბაზი:გაშლილია 18 საწოლზე, აღნიშნულ დარბაზში თავსდებიან ნაკლებად მძიმე პაციენტები, რომლებზეც ხორციელდებსა 24 საათამდე დაკვირვება, თითოეული პაციენტი იზოლირებულია და თავსდება ცალკე ოთხში, რაც დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს. ყველა პოსტი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად(მონიტორები, განგაში სისტემები, სასიცოცხლო მაჩვენებლების ცენტრალური მონიტორი და ა.შ).
  3. ბოქსირებული პალატა: განკუთვნილია, გადამდები, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით, დაავადებული პაციენტებისთვის.
  4. მცირე სამანიპულაციო: მცირე ზომის ჭრილობების დამუშავებისთვის
  5. სათაბაშირო
  6. ორი გასასინჯი კაბინეტი:მათ შორის გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური პაციენტებისთვის.
  7. 24/7-ზე უზრუნველყოფილია რადიოლოგის მორიგეობა, პორტატული ულტრაბგერის და რენტგენოგრაფიის აპარატები.
  8. გადაუდებელი მედიცინისდეპრტამენტში განთავსებულია 16 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი.

ევექსის გადაუდებელი მედიცინი დეპარტამენტი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან მიიღონ ნებისმიერი სირთული და სიმძმის პაციენტები, მათ შორის მიიღონ ერთდროულად პაციენტთა დიდი ნაკადი.

Узнать больше

ნიკოლოზ რთველიაშვილი

ანესთეზია და კრიტიკული მედიცინა

Тбилисский реферальный госпиталь. Ул. Киндзмараули 1, Тбилиси