დედათა და ბავშვთა სპეციალიზებული მოვლა

დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებული − მესამე დონის მოვლის შესაბამისი მომსახურების მიღება შესაძლებელია ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.

ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს:

  • ორსულებისა და მშობიარეებისთვის ფიზიოლოგიურ და მძიმე გართულებების ინტერდისციპლინარულ მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას;
  • სამეანო და ნეონატალურ მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულებისა და მშობიარეების პირობებში, მათ შორის, სხვა კლინიკებიდან რეფერირებას;
  • ინტენსიურ მოვლასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას სრულყოფილი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობებით, თერაპიული და ქირურგიული სპეციალისტების ხელმისაწვდომობით;
  • ნეონატოლოგიურ სრულ ინტენსიურ სერვისს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ 20-საწოლიან შესაბამის განყოფილებაში. 

ჰოსპიტალში 2012 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე დაიბადა 6000-ზე მეტი ახალშობილი, მომსახურება გაეწია 4000-ზე მეტ მაღალი რისკის ორსულს და 2500-ზე მეტმა ახალშობილმა გაიარა წარმატებული მკურნალობა კლინიკის ნეონატოლოგიურ ინტენსიურ განყოფილებაში.

Узнать больше

მარინა მინდიაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტენატალური მიმართულების ხელმძღვანელი
Узнать больше

ოლეგ სინაურიძე

მეან-გინეკოლოგი
Узнать больше

ვალერი აბულაძე

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი