ბავშვთა გადაუდებელი დახმარება
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესაძლებელია 24 საათიანი სერვისის მიღება სხვადასხვა პროფილის სომატური და ქირურგიული პაციენტებისთვის 0-დან 18 წლამდე, მათ შორის შესაძლებელია ტოქსიკოლოგიური, კარდიოლოგიური, პოლიტრავმის მქონე და ნეიროქირურგიული პაციენტების მიღება.
გადაუდებელი დახმარების განყოფილება აღჭურვილია მონიტორებით, პორტატული ელექტროკარდიოგრაფით, ინფუზომატით, ხელოვნური სუნთქვის აპარატითა და დეფიბრილატორით.
24 საათიანი რეჟიმით, განყოფილებაში შესაძლებელია ფართო სპექტრის, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის (ანესთეზიით), ულტრასონოგრაფიის, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
განყოფილებაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტთა კონსულტაციების ჩატარება. მაგალითისთვის: ყბა-სახის ქირურგი, ნევროლოგი, ენდოსკოპისტი, ნეფროლოგი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი, ნეიროქირურგი, ქირურგი, ოტო-ლარინგოლოგი, ოფტალმოლოგი, რაბიოლოგი და სხვა.
კლინიკები
ექიმები
ლალი ზარანდია
პედიატრიული მიმღების სამსახურის უფროსიირინა წირქვაძე
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) განყოფილების უფროსინინო ქიქოძე
გადაუდებელი მედიცინის (PER) და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსიДетская центральная больница имени М. Иашвили. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6