
ევექსი ჰოსპიტლების ინოვაციების გუნდი* იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ქსელში დასაქმებული თანამაშრომლების ჩართულობის გაზრდა კომპანიის განვითარების პროცესში, პაციენტის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ახალი იდეების ხელშეწყობა და მათი შემდგომი განხორციელება.
*ინოვაციების გუნდი - კომპანიაში შეიქმნა ინოვაციების გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებით, რომლის მთავარი მიზანია პაციენტების სამომხმარებლო გამოცდილების და კმაყოფილების ზრდა გამარჯვებულად ითვლება ყველა იდეა, რომელიც განხორციელებადია
გამარჯვებული გუნდის პრიზი:
- იდეის I ავტორი - 5000 ლარი
- იდეის II ავტორი - 2000 ლარი
პროექტის ფარგლებში გამარჯვებული იდეების განსახორციელებლად გამოყოფილია 200 000 ლარის მოცულობის საინვესტიციო ფონდი.
პროექტში ჩართულია ქსელის ყველა ჰოსპიტალი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, რომელსაც საკუთარი იდეის გარშემო შეუძლია შეკრას გუნდი, დაამუშაოს იდეა და ინოვაციების გუნდთან წარადგინოს პროექტი დასამტკიცებლად.
მონაწილეთა მხარდასაჭერად, სათავო ოფისში შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების მხარდამჭერი გუნდები, რომელთაც იდეის ავტორმა, საკუთარი სურვილისამებრ, შეუძლია მიმართოს და პროექტის დამუშავებაში სთხოვოს დახმარება/რჩევა.
მხარდაჭერი მიმართულებები:
- Thinkers’ Club - იდეის დამუშავება, კლუბის შეკრება და თემის დამუშავება
- ფინანსები - პროექტის ღირებულების და მომგებიანობის დათვლა
- იურისტები - რეკომენდაციის გაწევა იდეის განხორციელებისთვის საჭირო გადაჭრის გზებზე
- IT - ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა
ყველა განხორციელებად იდეაზე, ინოვაციების გუნდი ქმნის პროექტის იმპლემენტაციის მუშა ჯგუფს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას.
იდეის წარდგენა შეუძლია ნებისმიერს, ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომელს. შეავსე განაცხადი ideas.evex.ge გამოგზავნე იდეა და ჩაერთე იდეების ლაბორატორიაში.
შეცვალე იდეით და გახდი გამარჯვებული !