„სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „ნევროლოგია“!
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან „სს ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალ კლინიკებში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს!
„სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 ჰოსპიტლითაა წარმოდგენილი.
პროგრამის დასახელება: |
ნევროლოგია |
პროგრამის ხანგრძლივობა: |
33 თვე |
აკრედიტირებული დაწესებულება: |
ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
ზაზა ქაცარავა |
სწავლების ლოკაციები: |
თბილისი, ქუთაისი, თელავი |
ადგილების რაოდენობა: |
1 |
კლინიკური ბაზები :
თბილისი |
- ი.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი |
თბილისი |
- კავკასიის მედიცინის ცენტრი |
ქუთაისი |
- ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი |
თელავი |
- თელავის რეფერალური ჰოსპიტალი |
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი გრანტით;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება: თვეში 300 ლარი
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ევექსის ქსელში დასაქმების შესაძლებლობა;
- საზღვარგარეთ, წამყვან ჰოსპიტლებში, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად დაფინანსების მიღების შესაძლელობა
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლით
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05
“სს ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობასგიხდითრეზიდენტურის პროგრამით დაინტერესებისათვისდაგისურვებთწარმატებებს.
“სს ევექსის ჰოსპიტლებში“ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“)ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
პროგრამის ორგანიზატორი/დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან/დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი/დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის/დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.