‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით ‘’ოფთალმოლოგია“!
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სს ევექსის ჰოსპიტლების ქსელში, მიიღებენ 100%–იან ან 80% -იან სასწავლო გრანტს.
‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
__________________________________________________________
-პროგრამის დასახელება: |
ოფთალმოლოგია |
-პროგრამის ხანგრძლივობა: |
44 თვე |
-აკრედიტირებული დაწესებულება: |
რეგიონული ჰოსპიტალი |
-პროგრამის ხელმძღვანელი: |
თამარ ოდიშარია |
-სწავლების ლოკაციები: |
თბილისი |
-ადგილების რაოდენობა : |
6 |
___________________________________________________________
კლინიკური ბაზა სასწავლო ლოკაციების მიხედვით:
-თბილისი |
რეგიონული ჰოსპიტალი |
_____________________________________________________
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სს ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც.
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი, ან 80% - იანი გრანტით;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება : თვეში 200 ლარი;
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ევექსის ქსელში გარანტირებული დასაქმება;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 10 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05