დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა პროგრამა „ბავშვთა გასტროენტეროლოგია“

 

‘’ სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ბავშვთა გასტროენტეროლოგია“!

 

საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სს ევექსის ჰოსპიტლების ქსელში, მიიღებენ 100%–იან ან 80% -იან სასწავლო გრანტს.

 

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 ______________________________________________________________

-პროგრამის დასახელება:                  

ბავშვთა გასტროენტეროლოგია 

-პროგრამის ხანგრძლივობა:

33 თვე

-აკრედიტირებული დაწესებულება:

ბავშვთა ახალი კლინიკა

-პროგრამის ხელმძღვანელი:                  

ციცი ფარულავა

-სწავლების ლოკაციები:

თბილისი

-ადგილების რაოდენობა :

2

______________________________________________________________________                           

კლინიკური ბაზები :

-თბილისი

  ბავშვთა ახალი კლინიკა

-თბილისი

  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

_______________________________________________________________

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სს ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც.

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  • საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი ან 80% - იანი გრანტით;
  • სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  •  სწავლის ღირებულება :თვეში  200 ლარი
  • სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;

                       

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.  

 
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების გათვალისწინებით.

 

გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის   ასლი;
  • პირადობის მოწმობის   ასლი.
  • CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 10 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line