ანტენატალური მეთვალყურეობა: ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური ტესტირება, პათოლოგიური მდგომარეობის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური მართვა

„ანტენატალური მეთვალყურეობა: ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური ტესტირება, პათოლოგიური მდგომარეობის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური მართვა“

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს მიღებას ფასიან აკრედიტირებულ მოკლევადიან ტრენინგზე „ანტენატალური მეთვალყურეობა: ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური ტესტირება, პათოლოგიური მდგომარეობის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური მართვა“

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

სტაციონარული და ამბულატორიული სამეანო სერვისის განმახორციელებელი კლინიკის სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგებისათვის

სასწავლო პროგრამის მიზანი

სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მსმენელებს მიაწოდოს განახლებული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ანტენატალური მეთვალყურეობის  პერიოდში ნაყოფის მდგომარეობის ტესტირების მეთოდების,  ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის იდენტიფიცირების  შესაბამისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმების, მონიტორინგისა  და ადეკვატური დროული ინტერვენციების  შესახებ; დაეხმაროს იმ ეფექტური პრაქტიკების დანერგვაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერინატალური სიკვდილობის მაჩენებელს და დაგვაახლოვებს მიზანთან, შევამციროთ ორსულობასთან ასოცირებული პრევენტაბელური  ავადობისა და  სიკვდილობის სიხშირე.

 

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილე მიიღებს შემდეგ ცოდნას:

  1. ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური ტესტირების თანამედროვე მეთოდები;
  2. ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური ტესტირების ჩვენებები და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;
  3. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ნაყოფის მდგომარეობის ტესტირების მეთდები;
  4. ნაყოფის ანტენატალური სიკვდილობის მაღალი რისკით მიმდინარე  ორსულობის დროს ნაყოფის მდგომარეობის  ტესტირების მეთოდები,  მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება, პრობლემის დროული იდენტიფიცირება და ადექვატური ინტერვენციების განხორციელება:

 

-          მოცემული გესტაციური ასაკისათვის მცირე მასის ნაყოფი

-          ნაყოფის ზრდის შეფერხება

-          ჰიჰიპერტენზიული დარღვევები/პრეეკლამფსია

-          მრავალნაყოფიანი ორსულობა

-          Rh(D) ალოიმუნიზაცია

-          ვადაგადაცილებული ორსულობა

-          ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

-          მკვდრადშობადობა ანამნეზში

-          სანაყოფო გარსების ვადამდელი ნაადრევი გახევა

-          მცირეწყლიანობა

-          მრავალწყლიანობა

 

 

ვინ ატარებს ტრენინგს?

ტრენინგს უძღვება: მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი მეან-გინეკოლოგიაში, სს ევექსის კლინიკების სამეანო-გინეკოლოგიის სამსახურის კოორდინატორი, სს ევექსის ჰოსპიტლების რეზიდენტურის პროგრამ-ხელმძღვანელი- თამარ ანთელავა

 

ტრენინგის სხვა დეტალები:

-          ტრენინგი აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

-          ტრენინგის  მონაწილეს მიენიჭება 18 კრედიტ ქულა

-          ტარდება თბილისსა და რეგიონებში

-          ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 საათი (3 დღე)

-          ტრენინგი მოიცავს ყავის შესვენებას

-          ჯგუფები დაიგეგმება უპირატესად იმ მონაწილეებით, ვინც პირველი გამოაგზავნის აპლიკაციას

-          თარიღი და ლოკაცია: ტრენინგის თარიღისა და ზუსტი მისამართის შესახებ მონაწილე შეიტყობს წინასწარ

 

ტრენინგის ბოლოს შეფასდება მონაწილის მიერ მიღებული ცოდნა

მონაწილეს, რომელიც გადალავს დადგენილ სატესტო ზღვარს, გადაეცემა ევექსის ჰოსპიტლების სერტიფიკატი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული კრედიტ-ქულებით

ღირებულების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოტვირთოთ განცხადებაში ატვირთული აპლიკაცია, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნულ ბმულზე

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ +995 595 52 78 51

 

Отправить резюме

Отправить заявку

Заявка отправлено

Сообщение не отправлено, повторите попытку позже

Прикрепить файл
Давно выяснено, что при оценке дизайна и композиции читаемый текст мешает сосредоточиться. Lorem Ipsum используют потому, что тот обеспечивает более или менее стандартное заполнение шаблона.
Ваше приложение не отправлено. Повторите попытку или свяжитесь с нами по горячей линии: hot_line