ზაზა ქაცარავა

ნევროლოგიის სამსახურის უფროსი
პროფესორი ზაზა ქაცარავა ფლობს ნევროლოგიის, ინტენსიური მედიცინის, გერიატრიის და ტკივილის მედიცინის ცერტიფიკატებს, ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომს კლინიკურ ეპიდემილოგიაში, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ხარისხის დაცვის ცერტიფიკატს და კიოლნის მიბეგის ინსტიტუტის ჯანდაცვის მართვის დიპლომს.

პროფესორი ზაზა ქაცარავა არის გერმანიის ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიურ დეპარტამენტის დირექტორი და ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი. ზაზა ქაცარავა არის ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი და 180 პუბლიკაციის ავტორი.