ზაზა კაციტაძე

კარდიოქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი
„სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ გადმოსვლამდე ზაზა მუშაობდა აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარდიოქირურგიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ზაზა გახლავთ კარდიოქირურგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორი. მას გავლილი აქვს სამუშაო პრაქტიკა ევროპის წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია (ციურიხი და ჟენევა), ავსტრია (ლინცი), პოლონეთი (პოზნანი) და ესტონეთი (ტალინი). თბილისში იგი მუშაობდა კარდიოქირურგის პოზიციაზე "ჯო ენის" სახელობის სამედიცინო ცენტრსა და კლინიკაში „ღია გული“. მან განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიის განხრით.