თამარ დაუსი

საექთნო დეპარტამენტის დირექტორი
ქსელის საექთნო სამსახურის უფროსის პოზიციაზე დანიშვნამდე, თამარ დაუსი მუშაობდა „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ მთავარი ექთნისა და შემდგომ შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

2002 წელს თამარი “Princess Margaret Hospital”–ში (ბრიტანეთი) უმცროსი ექთნის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ასევე უწევდა კონსულტაციას საექთნო მიმართულებით კლინიკებს „კურაციო“ და „იუნონა“.

მას მიღებული აქვს 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომპანიებში: ქართულ-ამერიკული სამედიცინო ცენტრი „ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი“ - რეანიმაციული განყოფილების მედდა და შემდგომში მთავარი მედდა, დიდ ბრიტანეთში „Cardinal Health” - კონტროლის ოფიცერი და „The Salvation Army” - სოციალური მუშაკი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - ექთან-ინსტრუქტორი და მიმღები განყოფილების უფროსი მედდა.