თამარ ანთელავა

სამეანო-გინეკოლოგიის სამსახურის უფროსი
თამარ ანთელავა 1981წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 2015წლამდე პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა აკად. კ.ვ ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა პოზიციაზე: კლინიკური ორდინატორიდან ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგემდე. 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია;

2006 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე;

2007-2014 წწ თანამშრომლობდა USAID , საერთაშორისო ორგანიზაცია JSI -თან, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი და ტრენერი; მონაწილეობდა USAID da UNICEF მრავალ საერთაშორისო პროექტში: უსაფრთხო დედობა, პრე- და პოსტდიპლომური სწავლების გაუმჯობის გზები და სხვ. 2013 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბწოს წევრი, ხოლო 2016წლიდან- ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი;

თამარ ანთელავამ 2014წლიდან მუშაობა დაიწყო სამედიცინო კორპორაცია ევექსში, სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლიდან კი ამავე კორპორაციის მეანობა -გინეკოლოგიის რეზიდენტურას ხელმძღვანელობს.