შოთა დიდბარიძე

საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ საოპერაციო დირექტორის პოზიციამდე შოთა დიდბარიძე იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციას.

იგი ფინანსურ დეპარტამენტში 2008 წლიდან მუშაობს. 2013 წლამდე კი ქსელში შემავალი სხვადასხვა ჰოსპიტალისა და რეგიონის ფინანსური დირექტორი გახლდათ. 2013 წლიდან მან კორპორაციაში ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

შოთა დიდბარიძემ დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი - კავკასიის ბიზნესის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.