ნინო ქიქოძე

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი
2011 წლიდან ნინოს ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა აჭარაში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.ნინო ქიქოძემ სამედიცინო პრაქტიკა დაიწყო 1998 წლიდან, როგორც ბავშვთა რეანიმატოლოგმა. 1999-2001 წლებში პრაქტიკას გადიოდა ა.შ.შ. ქ. ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის (CHOP) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

2004 წელს ა.შ.შ. ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებთან ერთად გახსნა საქართველოში პირველი გადაუდებელი დახმარების განყოფილება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2012 წლამდე.

2005 წელს ასევე ემორის უნივერსიტეტის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტების და ქართველი კოლეგების დახმარებით დააარსა საქართველოში პირველად პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა (PALS) - ექიმთა გადამზადების კურსი.

2005 წელს ნინომ დაარსა პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტიც გახლავთ.