ნინო ბუცხრიკიძე

სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი
ნინო ბუცხრიკიძეს სამედიცინო სისტემაში მუშაობის 23 წლიანი სტაჟი აქვს, აქედან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების ხარისხის მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ჯანდაცვის ადმინისტრირების და სტატისტიკის მიმართულებით გავლილი აქვს შემდეგი კურსები: „ჯანდაცვის გაუმჯობესების პრაქტიკული მეთოდები“ ემორის ჯანდაცვის ხარისხის აკადემიაში 2011 წელს, ატლანტა, აშშ; MSc პროგრამა ეპიდემიოლოგია-სტატისტიკაში 2008 წელს, უტრეხტი, ჰოლანდია; American International Health Alliance - ჯანდაცვის მართვა 2006 წელს, თბილისი, საქართველო. 2009-2010 წლებში კოორდინირებას უწევდა PFID და USAID ეგიდითა და დაფინანსებით წარმოებულ პროექტს გადაუდებელ მედიცინაში. არის საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის დამფუძნებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია.

2013-2014 წლებში კითხულობდა ლექციებს ჯანდაცვის ხარისხის მართვისა და პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ამასთან აქტიურად მონაწილეობს და კითხულობს მოხსენებებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში როგორც ხარისხის მართვის, ასევე გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით (დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, პოლონეთი, იტალია).