მედეა(დეა) ჩხაიძე

პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
დეა ჩხაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციალურ და კონფლიქტის ფსიქოლოგიაში. 2002-2007 წლებში მუშაობდა ადამიანური რესურსების განვითარების ფონდში სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელად, ხოლო 2005-2007 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.2007-2008 წლებში მუშაობდა სს „სტანდარტ ბანკში“ ტრენინგისა და განვითარების სამსახურის უფროსად. 2009 წლამდე სადაზღვევო სფეროში იყო HR კონსულტანტი.

2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე მუშაობდა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ პერსონალის მართვის განყოფილების უფროსად. 2014 წლის აგვისტოდან დეა ჩხაიძე არის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, ხოლო 2015 წლის 1 მაისიდან „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი.