მარინე თოიძე

შინაგანი მედიცინისა და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის დირექტორი
2014 წელს ჩვენს გუნდში გადმოსვლამდე, მარიკა თოიძე ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“, ამჟამად „იმედიL-ის“ პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებას. 2005 წელს იგი დაბრუნდა აშშ-დან საქართველოში და 8 წლის განმავლობაში მუშაობდა საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანების სამედიცინო დირექტორისა და დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობებზე.

მარიკა თოიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ხოლო 2002-2005 წლებში, ECFMG სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობდა ნიუ-იორკის კორნელ-კოლუმბიის საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის განყოფილებებში, მონაწილეობდა კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო და სამეცნიერო პროცესებში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო გამოცემებში.

2008-2012 წლებში იყო ამერიკის გადაუდებელი მედიცინის კოლეჯის მიერ მოწოდებული PHTLS პროგრამის სამედიცინო დირექტორი ამიერკავკასიის რეგიონში, ხოლო 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ამერიკის კრიტიკული მედიცინის ასოციაციის მიერ აკრედიტებული კურსის (FCCS) განვითარებას საქართველოში. 2007 წლიდან მარიკა თოიძე არის დავით ტვილდიანის უმაღლესი სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში. იგი ყოველწლიურად მონაწილებს მილანის უნივერსიტეტის, კალიფორნიისა და ნიუ-იორკის შტატის შინაგანი მედიცინისა და რევმატოლოგიის საერთაშორისო სემინარებში. მარიკა თოიძე აგრძელებს კლინიკურ მოღვაწეობას, იგი ფლობს ლიცენზიებს შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში.