მარია ლიპკა

პედიატრიული სამსახურის უფროსი
დოქტორი ლიპკა შეუერთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსს 2014 წელს. 2004-2011 წლებში ის მუშაობდა პედიატრად, პედიატრიულ ნეფროლოგად ვარშავის ბავშვთა მემორიალურ ჯანდაცვის ცენტრის საბავშვო ნეფროლოგიის და თირკმელების გადანერგვის განყოფილებაში (პოლონეთი). 2005-2011 წლებში დოქტორი ლიპკა იყო ვარშავის საერთაშორისო პედიატრიული პერიტონეალური დიალიზის სისტემის ადგილობრივი კოორდინატორი. 2012-2014 წლებში ის მუშაობდა პედიატრად ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) რეგიონალურ ჰოსპიტალში, ის ასევე იყო ირლანდიის რესპუბლიკის სამედიცინო რეესტრის სპეციალისტთა დანაყოფის წევრი. 2014 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. დოქტორ ლიპკას მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები პედიატრიასა და პედიატრიულ ნეფროლოგიაში. ის გახლავთ ERA-EDTA ასოციაციის წევრი.