მანანა ხურცილავა

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი
მანანა დაინიშნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად 2014 წლის ივლისში, მანამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის საინფორმაციო და კორპორატიული უსაფრთხოების პროექტის მენეჯერად. ქ-ნი ხურცილავა მუშაობდა საქართველოს ბანკში 2003 წლის მაისიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს ბანკში, როგორებიც არის: შიდა კონტროლის ოფიცერი, უფროსი კორპორატიული ბანკირი, მთავარი ბანკირი (2003-2014 წწ). საქართველოს ბანკში მუშაობის დაწყებამდე მანანა მუშაობდა ბიზნეს კონსულტანტად მსოფლიო ბანკის პროექტში CERMA თბილისში (2001-2002) და იკავებდა კრედიტ ადმინისტრატორის თანამდებობას ბანკში „რესპუბლიკა“, ჯგუფი „Societe Generale”, თბილისი (2201-2002).

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის დარგში, კერძოდ ფინანსების, საბანკო და საგადასახადო სფეროში.