დავით ციბაძე

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი
ჩვენს გუნდში გადმოსვლამდე დავითს მიღებული აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საფრანგეთი, ავსტრია (2008), თურქეთი (2010) და ისრაელი (2012). დავითს გავლილი აქვს სპეციალიზაციის ატესტაცია პედიატრიაში ტულუზის პოლ საბატიერის სახ.საუნივერსიტეტო პედიატრიულ საავადმყოფოში (1999-2000). ასევე გავლილი აქვს საექიმო პრაქტიკა პედიატრია-რეანიმაციაში მარსელის "Timone" საუნივერსიტეტო პედიატრიულ საავადმყოფოში (2002-2003).2003 წელს ანესთეზია-რეანიმაციაში - საფრანგეთში ლილის კერძო კლინიკათა ფედერაციაში და ნეონატოლოგიურ რეანიმაციაში - ლილის „ჟან დე ფლანდლის“ საუნივერსიტეტო პედიატრიულ საავადმყოფოში.

დავითი 2009-2014 წლებში იყო კავშირი „დოსტაქარის“ ქსელის კლინიკური დირექტორი. ევროპის პედიატრთა ასოციაციის და საქართველოს ნეონატოლოგტა ასოციასიის საბჭოს წევრი. ის 2002 წლიდან არის დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მედიცინის დოქტორი. 2015 წელს მიენიჭა mayo-ს საპატიო ექიმის წოდება. ამავე წელს იყო ბალკანეთის და შავი ზღვის ნეონატოლოგთა კონგრესის პრეზიდენტი.