ალექსი ბაიდოშვილი

პათოლოგიის მიმართულების უფროსი
ალექსი ბაიდოშვილმა 2004 წელს დაასრულა სწავლა ქალაქ ამსტერდამის Vrije Universiteit-ის სამედიცინო ფაკულტეტზე. 2009 წელს მან დაამთავრა რეზიდენტურის სრული კურსი ამსტერდამის VU Medical Center -ის პათოლოგიის დეპარტამენტში და ჰოლანდიაში დარეგისტრირდა როგორც ექიმი სპეციალისტი - პათოლოგი.

2009 წლიდან ის მუშაობს პათოლოგად ქალაქ Enschede-შში არსებულ პათოლოგიის ლაბორატორიაში (LabPON) და ხელმძღვანელობს ციფრული პათოლოგიის ჯგუფს. LabPON-ი მისი ხელმძღვანელობით გახდა მსოფლიოში პირველი ლაბორატორია რომელიც სრულად გადავიდა ციფრულ ტექნოლოგიაზე.

2014 წლიდან ციფრულ პათოლოგიაში ის ახორციელებს სამეცნიერო კვლევებსაც და მოკლე ხანში დაასრულებს თავის PhD-ის.

ალექსი ბაიდოშვილი არის GIMPHA -ს (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) პრეზიდენტი, სადაც გაერთიანებულნი არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი-სპეციალისტები.

ის ამასთანავე არის საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის დამაარსებელი და ჰონორარული პრეზიდენტი. ალექსი არის ინტერნაციონალური პათოლოგიის აკადემიის (IAP) ქართული დივიზიის დამაარსებელი და IAP -ში საქართველოს წარმომადგენელი. ალექსი არის Pathological Society of Great Britain & Ireland წევრი და ციფრული პათოლოგიის საპროექტო სამუშაო ჯგუფის წევრი.
ალექსი ხელმძღვანელობს Image analysis პროგრამის ჯგუფს რომელიც მუშაობს უახლოვესი ტექნოლოგიების დანერგვაზე პათოლოგიაში.