ვახტანგ ბერიძე

ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64



ვახტანგ ბერიძემ 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა კი ამავე უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრაზე გაიარა. ასპირანტურა ვახტანგს დამთავრებული აქვს მოსკოვში, პედიატრიის ინსტიტუტში. ის იყო ქედის რაიონის მთავარი პედიატრი; 1990 წლიდან კი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე დააარსა და სათავეში ჩაუდგა ალერგოლოგიურ სამსახურს. 35 წლიანი საექიმო საქმიანობის პარალელურად ვახტანგ ბერიძე სათავეში უდგას პედიატრიული მიმართულებით სწავლების პროცესს. იგი არის 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.