თამაზ სურმანიძე

პედიატრი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, ოჯახის ექიმი, პედიატრიული დეპარტამენტის უფროსი

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64



თამაზ სურმანიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს შემდეგ სპეციალობებში:პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია. მას სამუშაო გამოცდილება აქვს 1986 წლიდან. თამაზი იყო შუახევის რაიონის ჭვანის საუბანთაშორისო საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ბათუმის ბავშვთა პოლიკლინიკაში მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში და ბათუმის პირველი პოლიკლინიკის დირექტორი. იგი ასევე არის პროფესიული ასოციაციების აქტიური წევრი.