თამარ ჯავახაძე

ონკოჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი

Детская центральная больница имени М. Иашвили. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



თამარ ჯავახაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლობდა ასპირანტურაში. 1994 წლიდან მოღვაწეობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 2000 წლიდან იკავებს ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ამბულატორიისა და დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას; გახლავთ პედიატრ-ჰემატოლოგთა და ონკოჰემატოლოგთა ასოციაციისა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი; ასევე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის – ბავშვთა ონო-ჰემატოლოგიის განვითარების ახალი პერსპექტივები საქართველოში – კოორდინატორი და ავტორი; ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების ნაციონალური „გაიდლაინების“ ავტორი.