სოფიო ბერიძე

შინაგანი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

Батумский реферальный госпиталь. Ул. Багратони 125, Батуми



სოფიო ბერიძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტის დაგეგმარებისა და პროტოკოლების შემუშავების პროცესის უშუალო მონაწილე და გუნდის მთავარი ჰეპატოლოგია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; პოსტდიპლომური პროფესიული გადამზადებაკი გაიარა პოლონეთის, ავსტრიისა და ბელორუსიის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრებში. სოფიო 2015 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არჩეულ იქნა კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის პროფესორად. ამ პერიოდისთვის ის საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა სრული პროფესორია. სოფიო გახლავთ 26 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, 7 საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროექტის რეგიონული კოორდინატორი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ექსპერტი საზღვაო მედიცინის სფეროში.