ნინო ტოტოღაშვილი

ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი

Детская центральная больница имени М. Иашвили. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ქალბატონი ნინო გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ის ფლობს ჰემატოლოგის, ონკოლოგისა და ტრანსფუზიოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატს. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის სტატუსი ქ, ფრაიბურგის უნივერსიტეტის მიერ ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე დაცული დისერტაციის საფუძველზე. გავლილი აქვს ორწლიანი კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირება ქ. ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოფემატოლოგიურ ცენტრში ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური და ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციის მიმართულებით. პერიოდულად გადის სხვადასხვა ხანგრძლივობის სტაჟირებას ამერიკისა და გერმანიის კლინიკებში. ნინო ტოტოღაშვილი მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის სამკურნალო პროტოკოლის ALL-IC-BFM ნაციონალური კოორდინატორია საქართველოში და ამავე ჯგუფის ყოველწლიური კონფერენციების სამუშაო შეხვედრების მონაწილეა. 2017 წელს ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაციის მიერ (SOHO) მიენიჭა ელჩის წოდება საქართველოში. მონაწილეობს "Stjude" კლინიკის სამეცნიერო პროგრამაში. იგი არის საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში, ასევე საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის წევრი.