ნათია სირაძე

ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



ნათია სირაძე 2014 წლიდან დღემდე კლინიკა KNMC-ს ახალშობილთა რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. მუშაობდა ქ. ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში ბ/რეანიმატოლოგად და ლ. ხონელიძის სახ. კლინიკაში ნეონატოლოგად. გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები და კურსები ნეონატოლოგიასა და რეანიმაციაში. ფლობს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატებს ნეონატოლოგიასა და ბავშვთა კრიტიკულ მედიცინაში.არის საქართველოს ნეონატოლოგთა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციების წევრი.

 

ჩვენი განყოფილება ფუნქციონირებს 2013 წლის ნოემბრიდან, გაშლილია 20 საწოლზე, აქედან 8 ინტენსიური და 12 შუალედური მოვლის საწოლია, განყოფილება სრულად შეესაბამება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და ყველა საჭირო ინვენტარით, განყოფილების გახსნიდან დღემდე დაინერგა ბევრი სიახლე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. 2013 წელს განყოფილებაში პირველად განხორციელდა სურფანქტანტის ინსტალაცია ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი მცირე გესტაციური მასით დაბადებულ ახალშობილებში, საქართველოში პირველად ჩვენს განყოფილებაში დაინერგა თერაპიული ჰიპოთერმიის ჩატარება, აღნიშნულმა მეთოდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინვალიდობის ხარისხი მძიმე ასფიქსიაში დაბადებულ ახალშობილებში.  ახალშობილთა მძიმე რესპირაციული დისტრესის მკურნალობაში ეფექტურად ვიყენებთ NCPAP მოწყობილობას,რაც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული დაავადება ვმართოდ ნაკლებინვაზიურად (ინტუბაციის გარეშე), მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ახალშობილთა პულმონალური ჰიპერტენზიის მართვაში, რის გამოც  შემცირდა ამ დიაგნოზით გამოწვეული ლეტალობა.