ნათელა ჩოგოვაძე

ანესთეზიის სამსახურის უფროსი

Детская центральная больница имени М. Иашвили. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ნათელა ჩოგოვაძე იაშვილის სახ. ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში ანესთეზიოლოგად მუშაობს 1982 წლიდან. 2013 წლიდან - იაშვილის სახ. ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური, პერიოპერაციული და ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან არის ანესთეზიის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ანესთეზიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.

მას დამთავრებული აქვს თბილისისსახელმწიფოსამედიცინოუნივერსიტეტისსამკურნალოფაკულტეტი (1976-1982წწ), გავლილი აქვს კვალიფიკაცია და სტაჟირება რუსეთში და პოლონეთში.

ნათელა ჩოგოვაძეს აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა და მოზრდილთა ანესთეზიოლოგია“, ის არის საქართველოს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების (საკმს) წევრი, ევროპის ანესთეზიოლოგიის საზოგადოების (ESA)წევრი. მის მიერ გამოქვეყნებულია 15 სამედიცინო ნაშრომი.

ნათელა ჩოგოვაძე ანესთეზიებს ატარებს ნეიროქირურგიული, თორაკალური, აბდომინური, უროლოგიური, ლაპარასკოპიული, ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, ოფთალმოლოგიური და ნეონატოლოგიური ოპერაციების დროს.

ნათელა ჩოგოვაძე არის დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი, სადაც მიჰყავს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის კურსი.