ნანა ტატიშვილი

ნეირო მეცნიერებათა განყოფილების უფროსი

Детская центральная больница имени М. Иашвили. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელია 1999 წლიდან. ის ამავე დროს არის დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის სრული პროფესორი.

 

ნანა ტატიშვილი არის ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და თ.გელაძის სახ.ეპილეფსიასთან მებრძოლი საქართველოს ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ბავშვთა ნევროლოგიის დარგში, 2 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

ნანა ტატიშვილი 52 სამეცნიერო შრომის ავტორია, მათი დიდი ნაწილი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული. ის არის 12 ეროვნული გაიდლაინის, ბავშვთა ნევროლოგთა პროფესიული კომპეტენციების და რეზიდენტურის პროგრამის ავტორი, 9 სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, 7 საერთაშორისო გრანტის მფლობელი, 1 მონოგრაფიის ავტორი: ”ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა”.

 

2008-2016 წლებში ნანა ტატიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა 7 კავკასიური სკოლა კლინიკურ ეპილეფტოლოგიაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ის იყო 2018 წელს თბილისში ჩატარებული ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობების ევროპის აკადემიის 30-ე კონფერენციის პრეზიდენტი.

 

2016 წელს ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის მიერ მას მიენიჭა ჯილდო ევროპაში ეპილეფსიის შესახებ ცოდნის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის