მანანა ქოჩიაშვილი

რეპროდუქტოლოგი, კლინიკა „კარაპს მედლაინი“

Карапс Медлайн. Ул. Люблиана, 48, Тбилиси



მანანა ქოჩიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა სუბორტინატურა, კლინიკური ორდინატურა გინეკოლოგიაში.  იგი გახლავთ უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ხელმძღვანელობდა პოლიკლინიკურ განყოფილებას, ასევე  არის ორგანიზაცია GG-ს სრულუფლებიანი, VOLUSON კლუბის ოფიციალური და ამერიკული რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების ASRM-ის წევრი. მან გაიარა Voluson E8, BT-10 Advanced Course in Fetal Medicine and Gynecology ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ასევე გავლილი აქვს ტრენინგები თურქეთის გენეტიკურ ლაბორატორია “GEN-ART”-ში. მანანა ქოჩიაშვილი 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.