მაია ჩხაიძე

პედიატრი

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 21



კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები: კრიტიკულ მედიცინაში, პედიატრიაში და ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში. სამედიცინო  საქმიანობის 36 წლიანი გამოცდილებით. იგი არის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  ექსპერტი ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის და რეანიმაციის დარგში, ასევე სასერთიფიკაციო გამოცდების დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში.   დაავადებათა მართვის  6  ეროვნული გაიდლაინის  და პროტოკოლის ავტორი და თანაავტორია .მაია ჩხაიძე არის სარეზიდენტო პროგრამის „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ ავტორი და  ამავე სპეციალობაში სამედიცინო კორპორაცია ევექსის სარეზიდენტო პროგრამის პროგრამ-დირექტორი,  „საქართველოს პედიატრთა აკადემიის“ გამგეობის თავმჯდომარე, და „საქართველოს კატასტროფისა  და გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის„ პრეზიდენტი. იგი არის ამერიკის პედიატრთა აკადემიის ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის ტრენერი-პროვაიდერი საქართველოში.