ლალი მარგველაშვილი

სამედიცინო გენეტიკის განყოფილების უფროსი

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 21



ექიმი გენეტიკოსი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი. 30 წლიანი  საექიმო გამოცდილებით .გავლილი აქვს მეტაბოლური მემკვიდრული დაავადებების მკურნალობის, კეტოგენური დიეტოთერაპიების, ფენილკეტონურიის, ახალშობილთა შორის მემკვიდრული დაავადებების  მასიური სკრინინგით გამოვლენის  ტრენინგები, აგრეთვე მონოგენური და ქრომოსომული პათოლოგიების დიაგნოსტიკის  სკოლა. საქართველოს მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელების ფენილკეტონურიის, ცისტური ფიბროზის დიაგნოსტიკას და  მკურნალობის პროგრამებს ბავშვებში და  მოზრდილებში . ახორციელებს სქესის გენეტიკის პათოლოგიის დიაგნოსტიკას.  განყოფილებაში ტარდება ყველა მონოგენური, ქრომოსომული და მულტიფაქტორული პატოლოგიის პოსტნატალური  და პრენატალური დიაგნოსტიკა.