კონსტანტინე მათითაშვილი

პლასტიკური ქირურგი

Карапс Медлайн. Ул. Люблиана, 48, Тбилиси



კონსტანტინე მათითაშვილი კლინიკა „კარაპს მედლაინში“ პლასტიკურ ქირურგად 1998 წლიდან მუშაობს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა რეზიდენტურის პროგრამა პლასტიკური ქირურგიის სპეციალობით. ესთეტიკურ ქირურგიაში თეორიული და პრაქტიკული კურსი მას იტალიაში აქვს გავლილი. იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სახის პროგრამაში, მუდმივად ესწრება საერთაშორისო ტრენინგებსა და სპეციალიზებულ კურსებს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში. კონსტანტინე მათითაშვილი მსოფლიოს პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის, მსოფლიოს ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოებისა და საქართველოს პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრია; ასევე გახლავთ 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.