გურამ ჩიტაია

ბავშვთა ნეფროლოგი

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25



გურამ ჩიტაია - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და აკადემიური დოქტორი, ბავშვთა ნეფროლოგი ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 52 წლიანი გამოცდილება აქვს.

ექიმის მიერ, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ნეფროლოგიური მიმართულებით ხორციელდება შემდეგი სახის სერვისები:

  • თირკმლის და საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (გლომერულონეფრიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.   

  • თირკმლის ბიოფსია, ბიოპტატის სინათლის მიკროსკოპიით იმუნოფლუორესცენციით და ელექტრონული მიკროსკოპიით კვლევის შედეგების შეფასება და მიზანდასახული თერაპიის სქემების გამოყენება;
  • საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკა და მართვა (ცისტიტი, პიელონეფრიტი);
  • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დიაგნოსტიკა და მართვა;
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  • მოშარდვის აქტის ფუნქციური დარღვევა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა. მოშარდვის დღიურის ინტერპრეტაცია, უროფლოუმეტრია, სრული უროდინამიური კვლევა; 
  • ენურეზის მკურნალობა; 
  • შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის დიაგნოსტიკა და მართვა; 
  • ანტენატალურად გამოვლენილი საშარდე სისტემის ანომალიების შეფასება და მათი პოსტნატალური დიაგნოსტიკა და მართვა; 
  • თირკმლის როლის შეფასება ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებისთვის: გაზების და ელექტროლიტების ცვლის შეფასება, გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი რეაბსორბციის შესწავლა და შეფასება, ლიპიდური პროფილის შესწავლა, იმუნოლოგიური სტატუსის შეფასება;
  • საშარდე სისტემის გამომსახველობითი დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენება: მიმოხილვითი რენტგენოგრამა, ექსკრეტორული უროგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • საშარდე სისტემის ფუნქციური მდგომარეობის და ფიბროზული დაზიანების შეფასება იზოტოპური სცინტიგრაფიის მეთოდით (დინამიური სცინტიგრაფია და სტატიური სცინტოგრაფია);
  • რეფლუქსის და სხვადასხვა ანომალიის მქონე პაციენტების ქირურგიული კორექციის ჩვენებების შეფასება და პაციენტთა მომზადება უროლოგიური ოპერაციებისათვის, მათი პოსტოპერაციული მეთვალყურეობა; 
  • თირკმლის მწვავე უკმარისობის დიაგნოსტიკა მართვა;
  • თირკმლის ქრონიკური უკმარისობის მქონე პაციენთა ხანგრძლივი მეთვალყუროება და მეტაბოლიზმის დარღვეული მაჩვენებლების დროული კორექცია და მომზადება ტრანსპლანტაციისთვის;
  • პაციენტთა მართვა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.