გიორგი ბაქრაძე

ონკოქირურგი

Кавказский Медицинский Центр. 23 ул. Кавтарадзе, Тбилиси



გიორგი ბაქრაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ორი მიმართულებით დაამთავრა, ზოგადი პროფილის ექიმი, მთარგმნელ-რეფერენტი. მოგვიანებით მან ასპირანტურა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში გაიარა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი მიიღო.

2005 წლიდან გიორგი ბაქრაძეს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის კოლოპროქტოლოგიური და აბდომინური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის. ის დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში ქირურგი-ონკოლოგის პოზიციას იკავებს.
გიორგი ბაქრაძემ კვალიფიკაცია ევროპაში აიმაღლა. მის სახელს ეკუთვნის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.