23 Декабрь, 2020
27 დღის ახალშობილი Covid-19-სგან სრულად განიკურნა
27 დღის ახალშობილი ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში სხეულის მაღალი ტემპერატურით,მოძრაობისა და მადის დაქვეითების ჩივილებით შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ვირუსულ ინფექციასთან კავშირს გამორიცხავდნენ, კლინიკაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად,პატარა პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა,რომელმაც დადებითი პასუხი დააფიქსირა.