10 Август, 2022
„ფეხის ამპუტაციის რისკი იყო... გადავრჩი“ - ახალგაზრდა მამაკაცის გამოჯანმრთელების ისტორია
„არაფერი მახსოვს, გარდა ძლიერი შეჯახების საზარელი ხმისა... შემდეგი იყო ექიმების საუბარი, მსჯელობა, თუ რამდენად გახლდათ შესაძლებელი ჩემთვის ფეხის შენარჩუნება...“
ამ ყველაფერს ირაკლი მჭედლიშვილი გვიყვება, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გონებაშიც ექიმების სიტყვები თითქოს ბუნდოვნად დაცურავდა და თავზარდამცემ შეგრძნებას უღვივებდა. იხსენებს, რომ რეალობის აღქმა არ სურდა და ამპუტაციის რისკის დაჯერება უჭირდა.