29 Июнь, 2021

ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური ჩივილები ბავშვებსა და მოზარდებში

ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური ჩივილები ბავშვებსა და მოზარდებში

თუ თქვენ პატარას  აქვს რაიმე ჩივილები ნერვული სისტემის მხრივ, კერძოდ თავის ტკივილი, თავბრუ, რაიმე სახის შეტევები გონების დაკარგვით ან მის გარეშე, უცნაური ქცევა, განვითარების სხვადასხვა სფეროს პრობლემები, მოძრაობის, ძილის პრობლემები უნდა მიმართოთ ნევროლოგს, რათა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მოხდეს დროული,  ზუსტი დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა.

 

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტი, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს 24 საათიან სერვისს სთავაზობს, როგორც ამბულატორიული ასევე - სტაციონარული მიმართულებით.

 

ნეირომეცნიერების დეპარტამენტი 27 საწოლზეა გათვლილი რომელსაც პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს.

 

ჰოსპიტალში ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს:

 

  • ნევროლოგია;
  • ნეიროქირურგია;
  • ეპილეფტოლოგია;
  • კლინიკური ელექტროფიზიოლოგია.

 

მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერვული სისტემის ნებისმიერი დაავადების მქონე, განსაკუთრებით კი მწვავე და გადაუდებელი შემთხვევების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. აღნიშნული მიმართულება ჰოსპიტალში წარმოდგენილია მძლავრი  გუნდით,  რომლებიც თანამედროვე, მუდმივად განახლებადი ცოდნით, საერთაშორისო პროტოკოლებზე დაყრდნობილი.  არიან აღჭურვილი. 

 

ბავშვთა ასაკში გავრცელებული ნევტოლოგ პაროქსიზმული მდგომარეობები წარმოადგენენ. მათ შორის აღსანიშნავია თავის ტკივილი, სხვადასხვა სახის გულყრები, უნებლიე მოძრაობები. ამ მდგომარეობების სწორი შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს, ვინაიდან არასწორ დიაგნოზს მოჰყვება ხანგრძლივი, არასაჭირო მკურნალობა პოტენციურად ტოქსიური მედიკამენტებით.

პაროქსიზმული მდგომარეობების დიფერენცირებისათვის საჭიროა არა მარტო კლინიკური გამოცდილება და ცოდნა, არამედ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის მონაცემთა სწორი ინტერპრეტაციის უნარი. დეპარტამენტის ექიმთა უმრავლესობა ფლობს დამატებით კომპეტენციას კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიაში. მათ შესწევთ უნარი 24 საათიან რეჟიმში,  ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარების,  შედეგების სწორი ინტერპრეტაციის, ზუსტი დიაგნოსტირების და შესაბამისი მკურნალობის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ეპილეფსიური სტატუსის დროს, ვინაიდან დროული დახმარების გარეშე შესაძლოა  ფატალური გამოსავალი.

ბავშვებსა და მოზარდებში ხშირია თავის ტკივილი. ამ  თავის ტკივილებს  უკავშირებენ ხან ჰაიმორიტს, ხან გადაღლას ან სტრესს და ზოგჯერ პაციენტებს წლობით მკურნალობენ ისე, რომ დიაგნოზი არ არის დაზუსტებული. ამ ასაკში თავის ტკივილის უხშირეს მიზეზს შაკიკი წარმოადგენს, რომლის წარმატებული მართვა უმეტესად მხოლოდ კვების და ძილის რეჟიმის მოწესრიგებითაც არის შესაძლებელი.

ნევროლოგთან მომართვა  ხშირად ზედმეტი მოძრაობების-ტიკების არსებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაშიც სწორი დიაგნოსტიკა, კერძოდ დიფერენცირება მარტივ ტიკებსა და ტურეტის სინდრომს შორის არის აუცილებელი, რადგან მათი  მართვა განსხვავებულია.

ეს მდგომარეობები ნეოროგანვითარებითი აშლილობას წარმოადგენს და  უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა  არ ესაჭიროება. ზოგჯერ მშობლისათვის  სწორი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაც საკმარისია.

ნევროლოგიურ მიმართულებაში შედის ნერვკუნთოვანი პათოლოგიის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც არის   ნერვკუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ჯგუფი მუშაობს ისეთ იშვიათად დაავადებებზე, როგორიცაა კუნთთა დისტროფია და სპინალური კუნთთა ატროფია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამოდენიმე  წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველად გაჩნდა ამ დაავადებების მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპინალური კუნთოვანი ატროფიის მედიკამენტების გამოჩენა მსოფლიო ბაზარზე, ვინაიდან ამ დაავადების ყველაზე ხშირი ფორმა ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის უხშირესი მიზეზია. მსოფლიოში  ამ დაავადების სამკურნალოდ არსებული სამი მედიკამენტიდან ორის გამოყენება საქართველოში პირველად ამ დეპარტამენტში მოხდა.

ეს ბავშვები ამჟამად კლინიკური გაუმჯობესების ფაზაში არიან  და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

 

რაც შეეხება ნეიროქირურგიულ მიმართულებას, მიმართულებას ხელმძღვანელობს გამოცდილი ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი და  ცნობილი ნეიროქირურგი ლადო წიქარიშვილი. მათ მიერ დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ურთულესი ოპერაციები- როგორც თავის ტვინის, ასევე ზურგის ტვინის განვითარების მანკების, სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციების, ტრავმული დაზიანებების. საქართველოში პირველად ამ დეპარტამენტში დაინერგა კრანიოსინოსტოზების ქირურგიული მკურნალობის მეთოდი.

დეპარტამენტი მუშაობს გუნდური პრინციპით, გუნდში  ნევროლოგების, ეპილეფტოლოგების და ნეიროქირურგების გარდა არიან გენეტიკოსები, პედიატრები, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები, რაც რთული და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკას და მართვას აადვილებს.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი მრავლობითი ტრავმების მქონე პაციენტის მიღება და სწორად მართვა. ამ პაციენტების მართვაში ჩართული არიან კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები, ანესთეზიოლოგები, ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ტრავმატოლოგ-ორთოპედები.

მედიცინაში დღეისათვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას დაუდასტურებელი ეფექტის მქონე მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება წარმოადგენს.

ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის მედპერსონალი  ეფუძნება და იყენებს მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს.